რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 



ეს გახლავთ ფოტოები, სადაც ასახულია ჰამბურგში (გერმანიაში) სულ ახლახანს გახსნილი რესტორანი, რომელიც გათვლილია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებულ საკვებზე და ძირითადად "სწრაფ კვებაზე” სპეციალიზირდება. ინტერიერი, რომელიც ფრიად ორიგინალური და შთამბეჭდავია – eins:eins Architects–ის შემოქმედებაა. რესტორანი 3 სხვადასხვა სივრცედაა დაყოფილი: ერთი, რომელიც ბარის სტილის გრძივ მაგიდასთან იწვევს სტუმართ, სადაც მაღალი სკამებია განთავსებული; მეორე, რომელიც რესტორნის ძირითად სივრცედ ითვლება, ხანგრძლივი დროით შემოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდება; და მესამე, მწვანე შეფერილობის, ერთგვარი შეზლონგებიანი სივრცე, რომელიც მწვანე კუნძულის ასოცირებას ქმნის და გათვლილია იმ მშობლების გასამასპინძლებლად, რომელთაც ახალფეხადგმული ბავშვები ჰყავთ.

   ნანახია: 749 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 




ავსტრალიელმა არქიტექტორმა – Max Pritchard–მა დააპროექტა ეს ულამაზესი ნაგებობა, რომელიც ავსტრალიის სამხრეთით, ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. სახლს ყველა მხრიდან აკრავს ხის უზარმაზარი ფანჯრები, რაც შესაძლებლობას იძლევა ულამაზესი ხედებით ტკბობისა. აქ ასევე უხვადაა გამოყენებული ღია ტერასები, რაც ხელს უწყობს დამსვენებელთ, რომ ქარიან ამინდშიც ისარგებლონ იმ ღია ტერასით, რომელიც ქარის საწინააღმდეგო მიმართულებითაა იმჟამად. მომხიბვლელია პიცის საცხობი ღუმელიც. შენობა 1 მეტრითაა მიწიდან დაშორებული. გთავაზობთ Emu Bay House–ის ფოტოებს.

   ნანახია: 761 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 




დიზაინერმა – Jaime Hayon-მა სულ ახლახანს დაასრულა მაღაზია – Fabergé–ს ინტერიერი, რომელიც ჟენევაში მდებარეობს. მაღაზიის კედლები აბრეშუმის ქსოვილითაა დაფარული, გამოყენებულია მარმარილო და ძვირადღირებული ხის მასალა. ესაა დიზაინერის სანიმუშო შემოქმედება, სადაც ფუფუნება – ელეგანტურობით, უბრალოებითა და სისადავითაა გადმოცემული

   ნანახია: 870 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


Image Hosting [top100.ge]


რეზიდენცია, რომლის ფოტოებსაც თქვენ ახლა იხილავთ, ვაშინგტონში Mercer Island–ზეა განთავსებული, რომლის პროექტიც Chadbourne + Doss Architects–ის წევრებს ეკუთვნის. ნაგებობა მთლიანად სიმწვანეშია განთავსებული. უზარმაზარი სივრცე, გასაოცარი გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი და სრული კომფორტი. აი, ის მოკლე აღწერილობა, რაც გარკვეულწილ წარმოდგენას შეგიქმნით იმ რეზიდენციის შესახებ, რომელიც „საოცნებო სახლად" წოდებულ ნაგებობათა რიცხვშია შეყვანილი.


   ნანახია: 901 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 




ინფორმცია ფაილზე:
პლატფორმა: Windows XP
წელი: 2009
რაოდენობა: 10
ფორმატი: Rar
ზომა: 7 мб
პროგრამის ანოტაცია:
შესანიშნავი თემების კრებული რომლებიც გაალამაზებენ თქვენს დესქტოპს!!!
თემების ჩამონათვალი
   ნანახია: 614 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 




BricsCad Pro 10.1.9 Portable
BricsCad v9 არის პატარა პროგრამა დამწყები არქიტექტორებისათვის,თუმცა აქვს უამრავი ფუნქცია და ინტერფეისიც ადვილი აქვს
   ნანახია: 823 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 



გთავაზობთ ფოტონაკრებს, სადაც ასახულია – Twitter–ის მიკრობლოგების პოპულარული სერვისის შტაბ–ბინა, რომელიც სან–ფრანცისკოში მდებარეობს. უზარმაზარი სივრცე, მინიმალისტური დიზაინი და სხვა უამრავი რამ, რის დათვალიერებასაც დეტალურად შეძლებთ ფოტოების მეშვეობით.

   ნანახია: 830 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 

« 1 2 ... 5 6 7 8 »
Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  მარტი 2026  »
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Banners




Online
free counters