რეგისტრაცია პაროლის შეხსენება
 

იტალიურმა კომპანიამ – Diotti A&F, რომლის პორტფოლიოც საკმაოდ შთამბეჭდავ ნამუშევრებს მოიცავს, შემოგვთავაზა პროექტი – "Day”, სადაც მწვანესა და თეთრი ფერის კომბინაციითა და თანამედროვე და ექსკლუზიური ელემენტებით ფრიად მომხიბვლელი დიზაინი შექმნეს ნიჭიერმა დიზაინერებმა.

   ნანახია: 623 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


ბრენდი, რომელიც მუხის ხის მასალისგან შექმნილ ბრწყინვალე ნამუშევართა კოლექციის ავტორი გახლავთ – Harper & Sandilands–ად იწოდება. პროექტი, რომელიც მათ შექმნეს ფრიად მომხიბვლელი და ორიგინალურია, სადაც მუხის მდიდრული ხის მასალით არა მხოლოდ კედლები და იატაკია შექმნილი, არამედ ჭერიც, რაც განსაკუთრებულ ხიბლსა და მართლაც რომ მეფურ იერსახეს ჰმატებს ყოველივეს.

   ნანახია: 687 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


Andrés Remy Architects–ის შემოქმედებითმა ჯგუფმა, ახალგაზრდა წყვილის დაკვეთით, შექმნა პროექტი სახელწოდებით – The Black House, რომელიც არგენტინაში, ბუენოს აირესის ერთ–ერთ გარეუბანში მდებარეობს.

ორიგინალური ფორმის 2 დონიანი სახლი, რომლის წინხედის შეფერილობაც მთლიანად შავია (უკანა მხარე ყავიფერ ტონშია შესრულებული), მშვენიერი ტბის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ბალახით დაფარულ დიდ ეზოს ულამაზესი საცურაო აუზი ამშვენებს. ნაგებობის ორივე სართულის წინხედი, შუშის კედლებს წარმოადგენს, აქვეა ღია და დახურული ტერასებიც, რაც შესაძლებლობას იძლევა ლანდშაფტით ტკბობისა. სახლის შიდა შეფერილობის ძირითადი ფერი თეთრია. გემოვნებით კონსტრუირებული ნამუშევარი, უდაოდ მეტყველებს არქიტექტორთა და დიზაინერთა ნიჭიერებასა და გულისხმიერებაზე. თავად შეაფასეთ!


   ნანახია: 954 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


SPF:architects–ის ჯგუფმა შექმნა პროექტი – The Oberfeld Residence–ი, რომელიც ლოს–ანჟელესში (კალიფორნიაში) მდებარეობს. რეზიდენცია 10 000 კვ ფუტზეა გაშენებული, რომლის მშენებლობისთვისაც გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალა. იგი 2 დონიანია და უამრავი დიდი ზომის მინის კარ–ფანჯრებითაა აღჭურვილი, რასაც მზის სხივებისგან დასაცავად შვეიცარული, ვერტიკალური ფორმის ჟალუზები გააჩნია. ნაგებობის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვედ და გემოვნებითაა მოწყობილი, რაც იქ ცხოვრებისა თუ დასვენების იდეალურ პირობას ქმნის. ისიამოვნეთ!


   ნანახია: 887 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 


პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა – Maison du Béton–ი, Zwickau–ში (გერმანიაში) მდებარეობს და Atelier ST ჯგუფის არქიტექტორთა მიერაა შექმნილი. ნაგებობა, რომელიც ფერდობზეა განთავსებული, ძირითადად 2 დონიანია, თუმცა 1 კალთის დაქანების ხარჯზე, ცალი მხარე 3 სართულიანია. შემოგარენში არსებული სახლების სტილისგან რადიკალურად გამორჩეული და განსხვავებულია. იგი გეომეტრიული ფორმის, მონოლითურ ფერო–ბეტონის კონსტრუქციას წარმოადგენს და მდინარის შორიახლოსაა გაშენებული. თვალი გადაავლეთ ფოტოებს და ისიამოვნეთ!


   ნანახია: 802 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 



The Frick Residence-ი, ეს გახლავთ სამშენებლო ფირმა – KRDB–ის თანამშრომელთა მიერ დაგეგმარებული პროექტი, რომელიც Austin–ში (ტეხასი) მდებარეობს. იგი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რომლის მფლობელიც მხატვარი – Laurie Frick–ი გახლავთ. რეზიდენცია გარდა საცხოვრებლად აუცილებელი ოთახებისა, აღჭურვილია: ოფისით, სტუდიით, 2 მანქანის ტევადობის ავტოფარეხით, დეკორატიულად გაფორმებული ლამაზი ეზოთი და მომხიბვლელი საცურაო აუზით. თვალი გადაავლეთ და ისიამოვნეთ.


   ნანახია: 812 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 



ავსტრალიაში, სიდნეიში, – CplusC Architects and Builders–ის ჯგუფმა, შექმნა რეზიდენცია, რომელიც – The Queens Park Residence–ის სახელწოდებითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ რეზიდენციის მშენებლობისთვის გამოყენებულია ძვირად ღირებული ხისა და ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალა.


   ნანახია: 937 | დაამატა: daduda81 | კატეგორია: დიზაინი | კომენტარები 0
 

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
Categories
Online TV
YouTube  Searh

Google Translate
Poll
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
Calendar
«  მარტი 2026  »
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Banners




Online
free counters