| |
|
|
|
|
|
|
|
|

The CG House–ი განთავსებულია მონტერეიში
(მექსიკა). იგი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მისი პროექტი
განეკუთვნება – GLR Arquitectos (Gilberto L. Rodríguez)–ს, რომელმაც
ნაგებობის შექმნას მოახმარა ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალა, როგორიცაა:
ვულკანური წარმოშობის ქვა, გრანიტი, მუხის ხის მასალა და სხვა.
რეზიდენციას ულამაზესი ბაღი და ეზო ამშვენებს, სადაც ფრიად მომხიბვლელი
საცურაო აუზია. შენობა აღჭურვილია დიდი ფანჯრებით, საიდანაც ბრწყინვალედ
მოსჩანს Sierra Madre–ის მთის მომაჯადოებელი ხედები, რომლის სიახლოვესაც
შენობაა განთავსებული. გემოვნებით შექმნილი ინტერიერი და ექსტერიერი
ნამდვილად მეტყველებს ავტორის ნიჭიერებასა და მონდომებაზე. ისიამოვნეთ! |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

![Image Hosting [top100.ge]](http://srv3.imghost.ge/out.php/i67579_square120110021.jpg)
ეს მომხიბვლელი სახლი, რომელიც
MENORCA–ში (ესპანეთი), ზღვის სანაპიროზე, პორტ – Mahon–ის ჩრდილოეთით
მდებარეობს, კვადრატული ფორმისაა და 180 კვ. მეტრზეა განთავსებული. მისი
ავტორები გახლავთ არქიტექტურული ჯგუფი – MODO Architecture &
Design–ის წარმომადგენლები: Christian Sintes–ი და David Dominguez–ი.
სახლი 2 სართულიანია. საძინებლები განლაგებულია შენობის ზედა სართულზე,
ხოლო ქვედა სართულზე, მისაღები, სასტუმრო, სასადილო, სამზარეულო და
სააბაზანო ოთახებია. ულამაზეს ინტერიერს, სადაც დომინანტი თეთრი ფერია,
თანამედროვე ავეჯი ამშვენებს, ხოლო ეზოს, კი ულამაზესი აუზი, რომელიც ხის
მასალის პანელითა და თეთრი შეზლონგებითაა აღჭურვილი. ვფიქრობთ ისიამოვნებთ
ფოტოებით. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

![Image Hosting [top100.ge]](http://srv3.imghost.ge/out.php/i74424_townhouse250110031.jpg)
ეს ნაგებობა შვედეთის პატარა ქალაქ
Landskrona–ში მდებარეობს, რომლის ავტორებიც – Elding Oscarson–ის წევრები
არიან. პროექტი მოიცავდა მე–20–ე საუკუნიდან მიტოვებული შენობის ახლებურად
აგებასა და განახლებას, რომელსაც გარს კვლავაც ძველი სტილის შენობები
ეკრა. ავტორთა მიზანი იყო, პატარა სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად და
მომხიბვლელად მოეწყოთ. და მართლაც, მათ ნამდვილად შეძლეს ამის გაკეთება
125 კვ.მეტრის ფართობზე, სადაც სასადილო, სასტუმრო, ბიბლიოთეკა,
საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და სახურავის ტერასაა პატარა
ორანჟერეით. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

![Image Hosting [top100.ge]](http://srv3.imghost.ge/out.php/i74620_moebius250110061.jpg)
ნაგებობა, რომელსაც – Moebius House–ი
ეწოდება, სიდნეიში (ავსტრალიაში) მდებარეობს. სახლი სიდნეის საოპერო
სახლთან და Harbour–ის ხიდთანაა განთავსებული, რამაც კიდევ უფრო დიდი
პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა არქიტექტორები, რადგანაც მათ მიერ
შექმნილი ნაგებობა უნდა შესატყვისებოდა იმ იერსახეს, რომელ გარემოშიც
სახლი უნდა განთავსებულიყო. და მართლაც, ფრიად უცნაური, მომრგვალებული
კუთხეებით შექმნილი შენობა, ორიგინალურიცა და მიმზიდველიც გამოვიდა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

![Image Hosting [top100.ge]](http://srv3.imghost.ge/out.php/i74464_riverhouse260110201.jpg)
Zerafa Architecture Studio–ს არქიტექტორთა ჯგუფმა, დააპროექტა ნაგებობა –
Riverhouse Niagara, რომელიც ონტარიოშო (კანადაში) მდებარეობს. იგი
წარმოადგენს სახლს, რომელიც ახალგაზრდა წყვილისგან შემდგარი ოჯახისთვისაა
განკუთვნილი. რეზიდენცია 4700 კვ. ფუტზე, მდინარე ნიაგარის შორიახლოსაა
გაშენებული, რომლიდანაც 1200 კვ. ფუტი ტერასებს წარმოადგენს. როგორც
ინტერიერში, ასევე ექსტერიერში გამოყენებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა
საშენი მასალა, რაც კიდევ ერთ დადებით მხარეს ჰმატებს ულამაზეს გარემოში
განთავსებულ, ყოვლად კეთილმოწყობილ ფუფუნების რეზიდენციას. ფოტოები უფრო
მეტ ნათელს მოჰფენს ყოველივე ზემოთ აღწერილს. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

![Image Hosting [top100.ge]](http://srv3.imghost.ge/out.php/i74543_amstelveen250110041.jpg)
ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა და დიზაინერულმა ფირმამ – VASD–მა მთლიანად
განაახლა და ახალი, თანამედროვე ელფერი შემატა, 30–ანი წლების ამ სახლს,
რომელიც Amstelveen–ში (ნიდერლანდებში) მდებარეობს. ულამაზესად მოწყობილი
ინტერიერი და ექსტერიერი, ელეგანტურობა და სისადავე, სივრცე და
კომფორტულობა, აი რა სუფევს ამ მომაჯადოებელ ვილასა და მის შემოგარენში.
ისიამოვნეთ! |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

![Image Hosting [top100.ge]](http://srv3.imghost.ge/out.php/i72794_verdura271209011.jpg)
დიზაინერმა – Olga Polizzi–მ და
არქიტექტორმა – Flavio Albanese–მ, ერთობლივად შექმნეს – Verdura
Resort–ი, რომელიც სიცილიაში მდებარეობს, რომლსაც ირგვლივ, 230 ჰექტარზე
გაშენებული, ზეთის ხილის ხეების შემოგარენი აკრავს. ნაგებობა მაღალი
ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა ნაგები. არქიტექტურაში მკვეთრად
იგრძნობა სიცილიური სტილი. ლამაზი ინტერიერი და ექსტერიერი, მაღალი დონის
კომფორტი, გემოვნებით შერჩეული ავეჯი, ფუფუნების საძინებლები, მდიდრული და
სივრცული სააბაზანოები, ღია და ნახევრად ღია ტერასები და არაჩვეულებრივი
საცურაო აუზები. აი, ცოტა რამ იმ ყოველივედან, სადაც ნებისმიერი ადამიანი
გაატარებს იმ დაუვიწყარ დღეებს, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩება
მის მეხსიერებაში. ფოტოები უფრო მეტ ნათელს მოჰფენს ზემოთ აღწერილს. თავად
შეაფასეთ! |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
Categories
Online TV
YouTube Searh
Google Translate
Poll
Calendar
| « მარტი 2026 » |
| ორშ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვი |
| | | | | | | 1 | | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | | 30 | 31 |
Banners
Online
|