

ტაივანურმა კომპანია ASUS-მა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
უშვებს თავის პირველ ელექტრონულ წიგნს წლის ბოლოს. ახალი მოდელს ექნება 2
ფერად ეკრანიანი სენსორული ეკრანი და ეღირება 160 დოლარი. მოწყობილობამ
უკვე მიიღო არაოფიციალური სახელი "Eee Reader” რომელიც ასოცირდება ასუს
ცნობილ Eee PC პროდიქტებთან. კომპანიის პრეზიდენტმა ჯერი შენ-მა (Jerry
Shen) განაცხადა, რომ ელექტრონული წიგნი იქნება იაფი და ”ჭკვიანი” ვიდრე
მისი კონკურენტები აპარატები: Sony Reader და Amazon Kindle.
წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი 2 მოდელი ამ პროდუქტისა, ოღონდ
სხვადასხვა ღირებულებით. როგორც ASUS ირწმუნნება, პროდუქტის ბიუჯეტური
მოდელის ფასი იქნება 160 დოლარი. კომპანიას ახალი პროდუქტის ზუსტი
ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია, უცნობია აგრეთვე რა ეღირება
პროდუქტის პრემიუმ ვერსია და რითი იქნება განხვავებული ბიუჯეტური
ვარიანტისაგან. მოწყობილობას გააჩნია ორი ფერადი ეკრანი, გარეგნულად
ძალიან გავს წიგნს, რომელიც ჯიბეში თავსდება…
Eee Reader იქნება თითქმის როგორც ჩვეულებრივი წიგნი, რომელიც იშლება
და გვერდების მაგივრად 2 მაღალი გარჩევადობის ეკრანია. შესაძლებელია
აგრეთვე ელექტრონული წიგნების გადაფურცვლა სენსორული მართვის საშუალებით.
მეორე ეკრანი შეგიძლიათ გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ და განაგრძოთ კითხვა
პირველ ეკრანზე. მეორე ეკრანზე შესაძლებელია ვირტუალური კლავიატურის
გამოტანა და მოწყობილობის net-book-ად გამოყენება. ეკრანები შეგიძლიათ
გადაკეცოთ და მოწყობილობა პლანშეტად გადაიქცევა.
Eee Reader-ს ექნება ინტეგრირებული მიკროფონი, დინამიკები და ვებკამერა,
რათა ის ინტერნეტ-ტელეფონიისათვის გამოიყენოთ Skype. ძვირიან მოდელს
ექნება აგრეთვე ამ ფუნქციების გარდა მობილური ინტერნეტის 3G-ის მხარდაჭერა
და უფრო მეტი მეხსიერება იუწყება Times Online.
ამ პროდუქტის პირველი საცდელი ვერსია (პროტოტიპი) სახალხოდ წარმოდგენილი
იქნა 2009 წლის მარტში გამოფენა CeBIT-ზე. ASUS-ს პროდუქტის შექმნაში
დაეხმარა მისივე პროექტი WePC.com. უფრო კონკერტულად კი WePC.com
წამორადგენს ენთუზიასტების გაერთიანებას, რომლებიც ახალი მოწყობილობების
შექმნის პროცესსში აწვდიან ASUS-ს თავიანთ იდეებს.