
4 წლიანი მიმდინარე მშენებლობის შემდგომ, საბოლოოდ დასრულდა 55 სართულიანი
(200 მეტრის სიმაღლის მქონე) სატუმრო – Marina Bay Sands (MBS) –ის
საბოლოო იერსახე, რომელიც სინგაპურში მდებარეობს და რომლის საბოლოო
ღირებულებამ, კოლოსალური თანხა – 5.95 მილიარდი შეადგინა. როგორც მოარული
ხმები იტყობინებიან, სიძვირის მხრივ იგი არაფრით ჩამოუვარდება აბუ დაბიში
არსებულ სასტუმრო – Emirates Palace Hotel–ს.
სიახლე 3 კოშკის ფორმისგან შემდგარ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც 12.4
ათასი კვ. მეტრის სივრცის, გონდოლისებრი ტერასა – ‘SkyPark’ –ი
აგვირგვინებს, რომელსაც მწვანე ბაღები და 650 ფუტის (1 ფუტი = 30,5 სმ–ს)
სიგანის მქონე მართლაც რომ მომაჯადოებელი, ღია ცის ქვეშ არსებული საცურაო
აუზი ამშვენებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღლა განთავსებულ საცურაო
აუზადაა მიჩნეული, სადაც 3 იარუსიანი დრენაჟით ხდება წყლის მთავარ
რეზერვუარში დაბრუნება.